აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური მუშაობს

გამოქვეყნდა:

აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური მუშაობს.

რუსთაველის გამზირზე შეკრება 19:00 საათზე დაიწყო. ვითარება ადგილზე არაერთხელ დაიძაბა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ხმის გამაძლიერებლიდან აგინებდა.

ძალოვნები აქციის დაშლისთვის ცრემლსადენ გაზს, წიწაკის პრესისა და წყლის ჭავლს იყენებდნენ.

პერმანენტულად სპეცრაზმელები აკავებდნენ და ძალადობდნენ დემონსტრანტებზე. აქციის გაშუქების დროს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე ჟურნალისტსაც.

დილით, 06:15 საათზე, რუსთველის გამზირზე, მომიტინგეთა დარბევა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო. სპეცრაზმელები დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ისინი ყველა ქუჩიდან მოულოდნელად გამოჩნდნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს.

ნიღბიანები დემონსტრანტებს პერიმეტრის დატოვების შემდეგაც დაედევნნენ. დაშავდა და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა ადამიანი. ამ დროისთვის, სულ მცირე, 70 ადამიანია დაკავებული.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითგამოცხადებულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი