საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს ომს | მიხაილ როთი

გამოქვეყნდა:

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

"საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს ომს. თუმცა, თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს. ევროპამ უნდა გაიღვიძოს. ჩვენ უნდა დავდგეთ თავდადებული ევროპელების გვერდით. საქართველოში ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშაა"  - წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და უარს აცხადებს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე. აღნიშნულ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. 2 ღამეა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც საპოლიციო ძალები სასტიკი მეთოდებით შლიან. დაშავებული და დაკავებულია ასზე მეტი ადამიანი. დაზიანებები მიიღო მედიის ათეულობით წარმომადგენელმა, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა სერიოზულია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი