"არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალები დავხუჭოთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რესტორანი დაკეტილია" | რესტორან "კაკლების" განცხადება, სადაც რუსული გადაწყვეტილების შემდეგ "ოცნება" ქეიფობდა

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროინტეგრაციის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ინდივიდუალური თუ ჯგუფური პროტესტი მოჰყვა. მათ შორისაა ჰორეკა სექტორიც. სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა რესტორნების დროებით დაკეტვა გადაწყვიტა.

მათ შორისაა რესტორანი "კაკლები", სადაც 28 ნოემბერს, რუსული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოცნება ქეიფობდა.

"არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალები დავხუჭოთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია." - ნათქვამია რესტორნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და უარს აცხადებს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე. აღნიშნულ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. 2 ღამეა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც საპოლიციო ძალები სასტიკი მეთოდებით შლიან. დაშავებული და დაკავებულია ასზე მეტი ადამიანი. დაზიანებები მიიღო მედიის ათეულობით წარმომადგენელმა, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა სერიოზულია.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი