ლარის გაუფასურების შემდეგ, საწვავის ფასი თითქმის 10 თეთრით გაძვირდა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, საწვავის ფასი 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და მედიკამენტების ფასებიც მოიმატებს. 

აქვე, დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ "ლარი ზედმეტად გაუფასურებულია, მაგრამ მთავრობას საჭიროზე მეტი რესურსი აქვს ეკონომიკის აღსადგენად". 

პარალელურად კი ეკონომიკის ექსპერტები ფიქრობენ, თუ ახლა სოციალური დახმარება საქართველოს თითქმის 1-მილიონ მოქალაქეს ესაჭიროება, ეს რიცხვი, გაუფასურების პირობებში, შეიძლება გაორმაგდეს.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ლარი დოლართან 4,35 თეთრით, ევროსთან კი 5,2 თეთრით გაუფასურდა.

ცნობისთვის, 23 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების მიზნით 40 მილიონი დოლარი გაყიდა. გარდა ამისა, შექმნილ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა სებ-ის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ პანდემიისა და არჩევნების შემდეგ, ლარის კურსი "წონასწორულ ნიშნულს" დაუბრუნდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი