თანამდებობა დატოვა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა დავით სოლომონიამ. დიპლომატის განცხადებას სოციალურ ქსელში მისი და ავრცელებს:
"საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.
დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა.
მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს, ვიდრე
მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე.
დღეს ეს იმედი დასრულდა.
ვგმობ ნებისმიერი ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას", - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.