"მონებო, ჩემს საქართველოს არ გაგაყიდინებთ!" "საქართველო არ დანებდება!" "რუსეთის მონებო" - ამ ტრანსფარანტებით საპროტესტო აქცია ქართველმა ემიგრანტებმა ვარშავაში, საქართველოს საელჩოსთან გამართეს. ამბობენ, რომ არ დანებდებიან მანამ, სანამ ქვეყანა ევროპულ კურსს არ დაუბრუნდება.