"ქართული ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლებისა და მისი თვითგამოცხადებული პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებასა და გადაწყვეტილებებს, ასევე, 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ ბათუმშიც. აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებთან უკვე გამოიყვანეს საპოლიციო ძალები. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.