ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს.
"ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას და სოლიდარობას ყველა ქართველი დიპლომატისა და საჯარო მოხელის მიმართ, რომელიც დაუღალავად მუშაობდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ახლა ხედავენ როგორ ართმევენ მათი შრომის ნაყოფს!" ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.