ქართული საზოგადოების მასობრივი პროტესტი კიდევ უფრო აძლიერებს კოლექტიური დასავლეთის რეაქციას | ფოტიგა

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო თანამეგობრობა და მთელი რიგი ეროვნული და ინსტიტუტები გმობენ საქართველოში დემოკრატიულ უკანდახევას 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ქართული საზოგადოების მასობრივი პროტესტი კიდევ უფრო აძლიერებს კოლექტიური დასავლეთის რეაქციას. მე ვუერთდები ევროპარლამენტის წევრებს ოლიგარქ ივანიშვილისა და ქართული ოცნების ლიდერების მიერ მათი ქვეყნის და მათი თანამემამულეების ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის შეფასებაში. მე ვიმეორებ ჩემს ადრინდელ მოწოდებებს ევროკავშირის მიზანმიმართული სანქციების დაწესების შესახებ ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის, პაპუაშვილისა და ღარიბაშვილისთვის. მე აღვნიშნავ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებებს საქართველოსთან სტრატეგიული შეთანხმების შეჩერების მიზნით. სწორედ საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, შეასრულოს ხალხის ნება დასავლურ პოლიტიკასა და ინსტიტუტებთან შესაბამისობაში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა."

წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა X-ზე
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი