რასა იუკნევიჩიენემ საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა

გამოქვეყნდა:

კობახიძის და გომელაურის გადადგომა, ტექნიკური მთავრობა, მომიტინგეების მიმართ ჩადენილი ძალადობის საერთაშორისო გამოძიება, ინდივიდუალური სანქციები  -  ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა: 

„პირველი ნაბიჯები უნდა იყოს შემდეგი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება პოლიციისა და სპეცრაზმის ძალადობის შესახებ; პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივი გადადგომა; დროებითი ტექნიკური ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, პროცესს სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს; ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების მიმართ სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ევროკავშირის ხელმძღვანელობით საერთაშორისო გამოძიების ჩატარება; დაუყოვნებლივი ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დანაშაულებსა და სისასტიკეზე; ქართული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება ახალი საპარლამენტო არჩევნების სამი თვის ვადაში ჩატარების შესახებ, რომლის ორგანიზებაც საერთაშორისო თანამეგობრობის, დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით მოხდება. ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისთვის მზადება. ქართულ პოლიტიკურ ძალებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა საქართველოში არსებული საშიში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების დახმარებით უნდა განხორციელდეს“ - აღნიშნულია მის განცხადებაში

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი