არასოდეს მჯეროდა, რომ ივანიშვილის მიზანი იყო დახმარებოდა საქართველოს გამხდარიყო EU-ის ნაწილი... ის კრემლის პროდუქტია | იუკნევიჩიანე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, მას არასდროს სჯეროდა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მიზანი საქართველოს დახმარება იყო გამხდარიყო ევროკავშირის ნაწილი. როგორც იუნკევიჩიანემ "მთავარ არხთან" განაცხადა, ცხადია, რომ ივანიშვილი კრემლის პროდუქტია.

"არასოდეს მჯეროდა, რომ მოქმედი მთავრობის და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო დახმარებოდა საქართველოს გამხდარიყო ევროკავშირის ნაწილი. ის არასდროს ჩამოსულა ბრიუსელში და არ შეხვედრია მაღალი რანგის წარმომადგენლებს, როდესაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო.

გასულ წელს ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის ეჩვენებინათ, რომ ისტორიის სხვა მხარეს იყვნენ, რომ გეოპოლიტიკური განვითარების განვითარების სხვა მხარეს იდგნენ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არ შეუერთდნენ სანქციებს, მიიღეს რუსული კანონი. რაც მოხდა ისაა, რომ ნიღბები ჩამოიხსნეს და თავს აღარ გვაჩვენებენ ისე, თითქოს პროევროპელები არიან.

ხალხმა მკაფიოდ უნდა გააცნობიეროს, რომ უბრალოდ შეუთავსებელია, ხმას აძლევდე ივანიშვილის სასარგებლოდ და ამავდროულად გჯეროდეს, რომ ეს პარტია ევროკავშირში წაგიყვანს. სურათი ძალიან ცხადია. ბიძინა ივანიშვილი კრემლის პროდუქტია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი დროა საქართველოს მომავლისთვის," - განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი