ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაცია არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაციაც ემიჯნება. ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევა გამოიწვევს რა კონსტიტუციის დარღვევას, ხელს შეუშლის, როგორც თითოული ინდივიდის განვითარებასა და წინსვლას, ისე ასოციაციის მიზნების შესრულებას, ტურიზმის სექტორის განვითარებას.

ააიპტურიზმის სფეროში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაციისგანცხადება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია და ვემიჯნებით ყოველგვარი სახის ძალადობას, რომელიც ხორციელდება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართულებით.

ჩვენი ორგანიზაცია მკაფიოდ გამოხატავს თავის აზრს და არჩევანს ევროპული მომავლისა და ევროინტეგრაციის შესახებ.

ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება ევროატლანტიკური მომავლის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 78- მუხლში გამოხატა. ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევა გამოიწვევს რა კონსტიტუციის დარღვევას, ხელს შეუშლის, როგორც თითოული ინდივიდის განვითარებასა და წინსვლას, ისე ასოციაციის მიზნების შესრულებას, ტურიზმის სექტორის განვითარებას.

ასოციაციის წევრებს მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ." - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი