შეუძლებელია, ერთმა პარტიამ, ან ერთმა კაცმა, რომელიც დაკავშირებულია კრემლთან, შეძლოს ხელისუფლებაში დარჩენა, როდესაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გამოცემა Sky News-თან ისაუბრა. 

ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაშია და თქვა, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ქვეყნის კურსის ცვლილებას ცდილობენ, თუმცა ქართველი ხალხისთვის, მხოლოდ ერთი, ევროპული მომავალი არსებობს. 

"მმართველი პარტია თუ მმართველი ერთი ადამიანი ცდილობს, შეცვალოს საქართველოს კურსი - რუსული კანონისა და სხვა კანონების წარდგენით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს. ხალხი წინააღმდეგობას უწევს იმას, რომ არჩევნები მოიპარეს და ეს ორგანიზებული იყო რუსულ, საბჭოურ სტილში.

არცერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შესულა. ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც არ არის ლეგიტიმური და აღიარებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ. მალე ისინი აირჩევენ პრეზიდენტს, რომელიც ასევე არალეგიტიმური იქნება. 

ხალხი, რომელიც ქუჩაშია აპროტესტებს რომ არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს, შეცვალოს ის რაც კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი მომავალი ევროპული გზაა და ცდილობს, ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს. "ქართული ოცნება" იღებს კომპლიმენტებს პუტინისა და დუგინისგა და რაც დღეს საქართველოში ხდება ნამდვილად არ არის რევოლუცია. ხალხი არის ძალიან პრინციპული, მაგრამ სრულიად მშვიდობიანი.

ქვეყანაში, რომლის 20% არის ოკუპირებული, ხალხი, რომლისთვისაც ნაცნობია რუსული იმპერიალიზმის ყველა ასპექტი - მათ შორის ენისა და კულტურის წართმევა - გამორიცხულია რომ ამას შეეგუოს. ქართველი ხალხისთვის მხოლოდ ერთი, ევროპული მომავალი არსებობს. შეუძლებელია, რომ ერთმა პარტიამ, ან ერთმა კაცმა, რომელიც დაკავშირებულია კრემლთან, შეძლოს ხელისუფლებაში დარჩენა, მაშინ, როდესაც მას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს," - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი