პროტესტი ხაშურში | აქციის მონაწილეებმა "ოცნების" ოფისიდან პარტიული დროშა ჩამოაგდეს და დახიეს

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპული ნაბიჯების წინააღმდეგ რამდენიმე საათია ხაშურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას აწყობენ. მომიტინგეები იყვნენ ქართული ოცნების ოფისთანაც, რომელსაც კვერცხები ესროლეს და პროტესტის ნიშნად ჩამოაგდეს პარტიული დროშაც.

აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ ხაშურის პოლიციის განყოფილებასთან  და სამართალდამცველებს მოუწოდეს, რომ ხალხის წინააღმდეგ არ იმოქმედონ, მათ შსს-სგან მოითხოვეს აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებაც.  მომიტინგეები იმყოფებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც, სადაც გაჟონილი ბიულეტენების სიმბოლოდ, შავწერტილიანი ფურცლები დატოვეს და საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლების ხმების მოპარვაში დაადანაშაულეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი