"არა რუსულ ხელისუფლებას, ჩვენი არჩევანი ევროპაა!", - ამ სახელწოდებით ქუთაისში ავტომსვლელობა გაიმართა.
ადგილობრივებმა უწყვეტი ხმოვანი სიგნალებითა და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ქვეყნის ევროინტეგრაციის დაცვა მოითხოვეს. მათი თქმით, "ქართული ოცნება" საგარეო კურსს ცვლის, რაც მიუღებელია და ისინი ამას არ შეეგუებიან.
მსვლელობისას მათ სხვა მოქალაქეებსაც მიმართეს და მოუწოდეს, რომ დღეს, 18:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ, რომელიც მერიის წინ გაიმართება.