"დროა, აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოვიყენოთ" | სენატორები რიში და შაჰინი

გამოქვეყნდა:

სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დროა ადმინისტრაციამ აშშ-ის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოიყენოს. 

სენატორები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის გამო შეშფოთებულები არიან. ისინი ამბობენ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან, რომლებსაც მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვთ.

"ჩვენ ვიმუშავებთ იმიზე, რომ საქართველოს მთავრობა და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პასუხი აგონ.

ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გამოხატოს თავისი პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხზე.

ასევე, ვთხოვთ როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ ადმინისტრაციებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში.

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა, აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას შევახსენოთ, რომ ქმედებებს შედეგები მოაქვს.

ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება უმოქმედო ამ ვითარების გაუარესებისას", - წერია განცხადებაში.

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი