"საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელი" | ნაუსედა ზურაბიშვილს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს, ღრმა შეშფოთება გამოვთქვი საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას ეხება. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და დემოკრატიულ პრინციპებს. საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ქართველ ხალხს მხარს უჭერთ მათ ევროპულ გზაზე", - წერს ნაუსედა X-ზე.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი