"პროტესტი არის კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მაშინ როცა ოცნება ყოველ ნაბიჯზე არღვევს კონსტიტუციას" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეების პროტესტი, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაშ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ სცილდება. 

"ეს პროტესტი და ყველაფერი დანარჩენი, ეს ყველაფერი არის კონსტიტუციურ ჩარჩოებში. მთლიანად, ჩვენ ვართ, საზოგადოება, თავის სამოქალაქო წამოწყებებით, ეს ქუჩის პროტესტი და ჩვენი ყველანაირი ქმედება, ჩვენ ვართ კონსტიტუციის მხარეს, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ამ ქვეყნის კონსტიტუციის მომავალს. სამაგიეროდ მმართველი პარტია ყოველ ნაბიჯზე გადადის კონსტიტუციის გარეთ, არღვევს კონსტიტუციას, თუნდაც თავის ბოლო გადაწყვეტილებებით", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი