"დუმილი დანაშაულია" | თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულის მიმართვა

გამოქვეყნდა:

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სწავლის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

სტუდენტები ასევე მოუწოდებენ ფაკულტეტის დეკანს გაემიჯნოს ხელისუფლების ანტიევროპულ და პრორუსულ განცხადებებს.

"ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, კატეგორიულად ვგმობთ თვითგამოცხადებული მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ გადაწყვეტილებას, ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ. ვგმობთ, სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩვენი თანამოქალაქეების და ჟურნალისტების დარბევას, რომელიც სცდება ყოველგვარი კანონის ფარგლებს. მიგვაჩნია, რომ თსუ ყოველთვის იყო და იქნება კრიტიკული აზრის ფორმირების, ერთიანობისა და თავდადების ადგილი. შესაბამისად, უნივერსიტეტი ვერასდროს ვერ იქნება ნეიტრალური და აპოლიტიკური, რადგან სწორედ აქ, ამ ახალგაზრდებით შენდება ახალგაზრდების მომავალი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში. გვინდა შევახსენოთ საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას და მოსახლეობას კონსტიტუციის 78-ე მუხლი...

მიგვაჩნია, რომ დუმილი არის დანაშაული. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე მოვუწოდებ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, თამარ ზარანდიას გამოხატოს სტუდენტთა ნება და შეაჩეროს სასწავლო პროცესი მანამ, სანამ საპოლიციო ძალების მიერ ხდება ძალადობრივი და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ძალების გამოყენება, რომელიც ცდება კანონიერ ფარგლებში. ასევე, გააკეთოს მკაფიო და საჯარო განცხადება, რომლითაც გაემიჯნება თვითგამოცხადებული მმართველი ძალის ანტიევროპულ და პრორუსულ განცხადებებსა და ქმედებებს. ასევე მოვუწოდებთ, აკადემიურ პერსონალს, ლექტორებს, სემინარისტებს, დაგვიდექით გვერდით ამ უკომპრომისო ბრძოლაში ევროპული საქართველოს მომავლისთვის", - აცხადებენ სტუდენტები.

ნახეთ ვინ აწერს განცხადებას ხელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი