"მოითხოვეთ ანაზღაურებადი შვებულება და დრო გამოიყენეთ საერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში" | პროდასავლური პარტიები მოქალაქეებს

გამოქვეყნდა:

მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება, - ამის შესახებ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების განცხადებაშია საუბარი. 

"2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები

მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში.

ქართულ კომპანიებს, რომლებისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია: გთხოვთ დაუბრკოლებლად გაეცით ასეთი შვებულებები ამ გადამწყვეტ დღეებში და ამით, მხარი დაუჭირეთ თანამოქალაქეების მშვიდობიან ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისათვის.

ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და მასში აუცილებლად გავიმარჯვებთ!, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი