რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა რუსთაველის მეტროში გადაინაცვლა. საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების დევნა მეტროშიც გააგრძელეს. რამდენიმე მათგანი ძალადობრივად დააკავეს.
საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხარეს გადაადგილებას უზღუდავდნენ.
სპეცრაზმელების ნაწილი კვლავ რჩება რუსთაველის გამზირზე გამავალ სხვადასხვა ქუჩებთან.
ფოტო: Raymond Red Rodgers