არალეგიტიმურმა პრემიერმა არალეგიტიმურ შს მინისტრს და პოლიციას "მოთმინებისთვის" მადლობა გადაუხადა

გამოქვეყნდა:

საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ, მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა - ამბობს თვითგამოცხადებული პრემიერი მისივე თვითგამოცხადებული მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე. ირაკლი კობახიძემ გომელაურს დღეს მორიგი მადლობა გადაუხადა - "მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის, ვიცით არაერთი ფაქტი რისი მოთმენაც უწევდათ ამ დღეების განმავლობაში" - ამბობს ე.წ. პრემიერი. კობახიძის აზრით, შსს-მ პროცესები "ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა".  
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი