ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მზად ვართ, ივანიშვილის რეჟიმის პატიმრებს ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ | "კოალიცია ცვლილებისთვის"

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს და "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას პარტია "ახალი" განცხადებით ეხმაურება.

"ბოლო ოთხ დღეში, მშვიდობიან დემონსტრაციებზე, უკანონოდ, ჩვენი ასეულობით თანამოქალაქე დააკავეს. ე.წ. ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს იმ პატრიოტების მიმართ, რომლებიც ჩვენი სამშობლოს თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დღეს, თამარაშვილის ქუჩაზე, ასევე უკანონოდ დააკავეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია და ვცდილობთ გარკვევას, სად ჰყავთ ის გადაყვანილი.

ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, რეჟიმის პატიმრებსა და მათ ოჯახებს ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ."- ნათქვამია განცხადებაში.

.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი