"ჩემი მხარდაჭერა ზურაბ ჯაფარიძეს და ყველა დაკავებულ ახალგაზრდას, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის!
ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა და ჰგონია, რომ ასე მოერევა სამართლიან პროტესტს ქუჩაში.
არაფერი გამოგივათ! ვერავის შეაშინებთ! თქვენი ამბავი დასრულებულია! ჩვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ვიბრძვით!"
- ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას.