"ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" თანამშრომელთა ნაწილი არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნება. განცხადებას ხელს აწერს 30-ზე მეტი თანამშრომელი.
მათი თქმით, გმობენ უკანონო დაკავებებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე.
"ჩვენ, "ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" თანამშრომლები, ვგმობთ უკანონო დაკავებებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე.
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული არჩევანი, რომელიც აღბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია.
საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - ნათქვამია განცხადებაში.