აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ლელა მიქელაძე წერს, რომ იფიცება და სხვებს მოუწოდებს, შეუერთდნენ.
მისი თქმით, დღეს საქართველო ოკუპანტი ქვეყნის კარნახით იმართება.
"მე, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი ლელა მიქელაძე, რომელიც საჯარო სამსახურში 20 წელიწადი ვმუშაობ და ვემსახურები ქვეყანას მხოლოდ კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ხელმძღვანელობით, მივიჩნევ:
დღეს საქართველო იმართება ოკუპანტი ქვეყნის კარნახით, შემზარავია იმის ყურება, თუ როგორი გამეტებით უსწორდებიან მშვიდობიან პროტესტანტებს!
ასე ვერ გაგრძელდება! ევროინტეგრაციის პროცესს აუცილებლად დავუბრუნებთ საქართველოს, ამიტომ ვიფიცები და ყველას მოვუწოდებ, შემომიერთდნენ!
აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია!" - წერს ის.