ირინა სარიშვილის განცხადებით, მისი შვილი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, ნაცემია

გამოქვეყნდა:

ყოფილი პოლიტიკოსის, ირინა სარიშვილის განცხადებით, მისი შვილი, ლუკა სარიშვილი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, ნაცემია.

„პირდაპირ ეთერში იყო მისი დაკავება. ღამე რუსთაველზე იყვნენ, დარბევის შემდეგ, ჭავჭავაძეზე გადაინაცვლეს. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეფონზე ვესაუბრე, მეც ვაპირებდი აქციაზე გასვლას მას შემდეგ, რაც ბავშვებს ვაჭმევდი. მერე პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, რომ თამარაშვილზე აკავებდნენ. მერე გავიგე, რომ ზაჰესში მოჰყავთ, თუმცა, ამ დრომდე მოყვანილი არაა. მე როგორც ვიცი, ნაცემია, ურტყეს. კადრებშიც ჩანს რამდენჯერმე ჩარტყმა, ბევრს მიჰყავდა ერთად. დილით, 09-10:00 საათზე დააკავეს. კადრებში ჩანს, როგორ შეყვა შიგნით ძალიან ბევრი ნიღბოსანი და როგორ გამოჰყავთ, გვერდით ახალგაზრდა ქალი კიოდა, ხელი გაუშვითო და ის ძირს დააგდეს, ეს მანქანაში ჩატენეს. აბსოლუტურად სველია, რადგან დარბევაში მოჰყვა. ყველაფერი კარგად იქნება, ამათი ბოლო ძალიან ახლოსაა“, - განაცხადა სარიშვილმა. [ipn]

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი