მიუნხენში საქართველოს კონსულს კარი წებოვანი ლენტით გადაუკეტეს და პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებს მოსთხოვეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აქტიურად აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია გაიმართა მიუნხენშიც, საქართველოს საკონსულოსთან. საქართველოს კონსულს რუსუდან ვარდოშვილს დღეს დილით კარი წებოვანი ლენტით გადაუკეტეს და პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებს მოსთხოვეს. პროტესტის მონაწილეებმა კონსულს კარზე ტრანსპარანტებიც დაუტოვეს.

"ქალბატონო რუსუდან, გთხოვთ საჯაროდ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, ხართ რუსეთის მხარეს, თუ ხართ საქართველოს, ქართველი ხალხის მხარეს!"

"ამოიღეთ ხმა! ნუ გვაბრუნებთ მოჯადოებულ წრეზე! თითოეული ადამიანის პოზიცია და პროტესტი მნიშვნელოვანია."

"რა უფრო ძვირფასია ქალბატონო რუსუდან: თანამდებობა თუ სამშობლოს სიყვარული?" - აღნიშნულია ტრანსპარანტებზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი