"ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა ქუჩაში დგას, დაუშვებელია ხელისუფლების მიერ მათზე ხელის აღმართვა!" | თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილი

გამოქვეყნდა:

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებას გმობს და სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.

მათი თქმით, დაუშვებელია ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეებზე ხელის აღმართვა.

"საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, იცხოვრონ ევროპულ სახელმწიფოში. ბოლო დღეებში ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, ხელისუფლების მიერ, კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლების უხეში დარღვევა და მოქალაქეებთან სასტიკი დაპირისპირების შემზარავი ფაქტები.

ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა დღეს დგას ქუჩაში და იბრძვის ევროპული მომავლისთვის.
დაუშვებლად მიგვაჩნია ხელისუფლების მიერ მათზე ხელის აღმართვა!

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენი სტუდენტებისა და სრულიად საქართველოს ახალგაზრდობის პროტესტს. ვდგავართ მათთან ერთად ჩვენი საერთო მომავლის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი