"მკაცრად ვგმობთ "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების შემდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს" | "საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველო"

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველო" "ქართული ოცნების" ქმედებებს გმობს და საპროტესტო მოძრაობას მხარდაჭერას უცხადებს.

მათი თქმით, მხარდაჭერის ნიშნად, სამი დღით იფიცებიან.

"საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატა" (ICC) მკაცრად გმობას მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს. ხელისუფლების მიერ ამ არჩევნების უხეშმა გაყალბებამ გამოიწვია ფართო საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის ყველა ქალაქში, ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში თავისი პროტესტის გამოსახატად.

ICC Georgia თვლის, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კონკრეტულად კი 78-ე მუხლი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებით. ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის იმ ერის მისწრაფებებს, რომელიც ცდილობს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობას.

დამოუკიდებელი და თავისუფალი ევროპული საქართველოს მსურველ ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისადმი სოლიდარობით, ICC-Georgia მტკიცედ დგას ყოველი მშვიდობიანი მომიტინგეების გვერდით. ამ მოძრაობისადმი ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და მათი ხმის გასამყარებლად, გადავწყვიტეთ სამი დღით გაფიცვა. ჩვენი ოფისები დაიკეტება 2024 წლის 5 დეკემბრამდე.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პატივი სცენ ხალხის ნებას და დაიცვან დემოკრატიული პრინციპები. საქართველოს მომავალი თავისუფლებისა და ევროპასთან ინტეგრაციის ვალდებულებაშია", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი