საქართველოს მოქალაქეები არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას და საპოლიციო ძალების მხრიდან მომიტინგეებზე ძალადობას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებენ. პროტესტის წინა ხაზზე არიან სტუდენტები.
ამ დროისთვის მორიგი საპროტესტო მსვლელობა იმართება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან თსუ-ს პირველ კორპუსამდე. სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაფიცვისკენ მოუწოდებენ და მიმართავენ პროფესორ-მასწავლებლებს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ ქმედებებს გაემიჯნონ. სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომაა.
"საჭიროა რომ გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით გავუშვათ ეს რუსული რეჟიმი მთავარი ხალხის და ახალგაზრდების ხმაა..."
"ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავასრულებთ ამ რეჟიმს და რუსეთს საქართველოში... ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ევროპა იყოს საქართველოში.""დღეს დუმილი არის ღალატი, დუმილით საქართველოს გადავცემთ რუსეთს, მოვუწოდებ ყველას გამოდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში" - აცხადებენ სტუდენტები.
ავტორი: დავით კობიძე