პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან | აქციის მონაწილეები პირველი არხისგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სათანადო გაშუქებას მოითხოვენ

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა. პირველი არხის შენობასთან საპროტესტო აქცია მესამე დღეა იმართება, აქციაში მონაწილეების შეფასებით საზოგადოებრივი მაუწყებელი  არ ემსახურება ხალხის ინტერესებს და სათანადოდ არ აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ისინი პირველი არხისგან პირდაპირი ეთერის დათმობას მოითხოვენ იმ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურ პროტესტში.

მოგვიანებით საპროტესტო ჯგუფის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციისგან შეხვედრაზე თანხმობა მიიღეს. მათი თქმით, მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება: ეთერის დათმობა მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართული საზოგადოების წევრებისთვის, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის სათანადო გაშუქება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადადგომა. როგორც საპროტესტო აქციის წარმომადგენლები აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ დადებული პირობები თავად პირველმა არხმა დაარღვია, როცა პროტესტის მონაწილეებს ტელევიზიაში შესვლა პოლიციური ძალების მეშვეობით შეუზღუდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი