ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ სახალხო პროტესტია აჩვენებს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა.
სტუბის ინფორმაციით, მას საუბარი ჰქონდათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან:
"პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაყინავს ქვეყნის ევროკავშირის გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. სახალხო პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა იყოს ჩახშობილი.
ფინეთი ქართველების გვერდით დგას." წერს ფინეთის პრეზიდენტი.