ლიეტუვამ ივანიშვილს, გომელაურსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს მაღალჩინოსნებს, მათ შორის, თვითგამოცხადებულ მინისტრ გომელაურს. დასანქცირებულების სიას სოციალური ქსელით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდასბერგისი აქვეყნებს:

  • ბიძინა ივანიშვილი
  • ვახტანგ გომელაური
  • შალვა ბედოიძე
  • იოსებ ჭელიძე
  • ალექსანდრე დარახველიძე
  • გიორგი ბუთხუზი
  • ზვიად ხარაზიშვილი
  • მილერი ლაგაზაური
  • მირზა კეზევაძე
  • ვაჟა სირაძე
  • თეიმურაზ კუპატაძე

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე განცხადება გუშინ გააკეთეს.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი