ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელი და ყოფილი დირექტორი, ტარიელ კალანდაძე ახალგაზრდების საპროტესტო მოძრაობას მხარდაჭერას უცხადებს.
მისი თქმით, ევროპისკენ მიმავალი გზა ეკლიანია და საქართველოს ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.
"19 წლის ვიყავი, როცა წავიკითხე წიგნი "ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი", სადაც ნათლადაა მოთხრობილი საქართველოს საუკუნოვანი სწრაფვა ცივილიზებული სამყაროსაკენ, ევროპისკენ... იმ დროიდან დაწყებული ქვეცნობიერი მუდამ მკარნახობდა, დღეს თუ არა ხვალ, ეს რეალობად იქცევა... არასოდეს ამ დიად მიზანთან საქართველო ასე ახლოს არ ყოფილა... ამიტომ სრულად ვუჭერ მხარს ახალგაზრდებს, მათ შორის ჩემს მოსწავლეებს, რომლებიც მწერენ, რატომ ვარ გაჩუმებული...ევროპისკენ მიმავალი გზა ეკლიანია და საქართველოს ამ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს.
ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვარ... მაგრამ ფიზიკურად ვერ ვუერთდები, რადგან მძიმე ოპერაცია გავიკეთე... საქართველო გაიმარჯვებს. მეოთხესკოლელები ამაში თავის ომახიან წვლილს შეიტანენ", - წერს ის.