ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში | კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის და შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სასანქციო რეჟიმის გათვალისწინებით. უახლოეს დღეებში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა

"კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის და შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სასანქციო რეჟიმის გათვალისწინებით. უახლოეს დღეებში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბალტიის სხვა ქვეყნების საგარეო მინისტრებთან და ჩვენ ერთად შევაფასეთ სიტუაცია. თქვენ ასევე იხილეთ ევროკავშირის ფარგლებში უმაღლესი წარმომადგენლის საკმაოდ ძლიერი განცხადება, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის სახელმწიფოებმა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ჩვენ ამას ვხედავთ ქართველი ხალხის ქმედებებშიც, რომლებიც საკუთარ აზრს ხმამაღლა გამოხატავენ და მათი ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ გაჰყვეს ამ გზას 2028 წლამდე. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა ყველა რეფორმის გატარება, რომელიც საჭიროა ევროინტეგრაციისთვის, რასაც ქართველები მხარს უჭერენ. ამავე დროს, ამ ნების ჩახშობა, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაპატიმრება ის საკითხია, რომელზეც ჩვენ სიჩუმეს ვერ შევინარჩუნებთ და მივიღებთ ზომებს. 

მე დავამატებ, რომ ჩვენ ვერ დავარქმევთ სამართლიანს იმ არჩევნებს, რომლებიც საქართველოში ჩატარდა. გარდა ამისა, ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, როდესაც ახშობენ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას ქუჩებში, არ შეეფერება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, არ გაჰყოლოდა ქართველი ხალხის ნებას, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი და გადაეხვია ევროინტეგრაციის გზიდან", - აცხადბენ კანადის საგარეო საქმეთა სამინსიტროში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი