"ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს" | "პროკრედიტ ბანკი"

გამოქვეყნდა:

"პროკრედიტ ბანკი" პროევროპულ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დასავლეთისკენ სწრაფვა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მისი დამოუკიდებლობის დღიდან და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.

მათი თქმით, მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მით უმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გამოვხატოთ პროკრედიტ ბანკის პოზიცია.

ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და დასავლეთისკენ სწრაფვას, რომელიც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მისი დამოუკიდებლობის დღიდან და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამავე დროს, მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მით უმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით.

პროკრედიტ ბანკი გერმანიაში დაარსებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საქართველოში უკვე 25 წელია ოპერირებს და თავიდანვე აქტიურად არის ჩართული ქართული ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებაში.

ჩვენი ევროპული ღირებულებები მუდმივ თანხვედრაშია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი