ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს | შტაინმაიერი

გამოქვეყნდა:

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო, - ამის შესახებ შტაინმაიერის სპიკერი, სერსტინ გამელინი X-ზე წერს

"საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ტოვებს, რომლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციით აიღო. ევროპა მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს, თუმცა ის კვლავ ღია რჩება მოქალაქეთა ევროპული მისწრაფებებისთვის", - თქვა შტაინმაიერმა ზურაბიშვილთან საუბრისას გამელინის თანახმად. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი