"ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველოსთან ერთად, ევროპაშია" | ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები

გამოქვეყნდა:

ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან, საპროტესტო მოძრაობას მხარდაჭერას უცხადებენ და ძალადობას გმობენ.

"ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია. 

ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის საჭირო ძალისხმევის “2028 წლამდე დროებით შეჩერება” მიუღებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეთა ნებას.  

ცალსახად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ მოქალაქეთა და ჟურნალისტთა მიმართ. პატივისცემას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონოდ დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს.  
ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველოსთან ერთად, ევროპაშია!" - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი