საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების საპროტესტო განცხადებას რუმინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი უერთდება

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების საპროტესტო განცხადებას რუმინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი უერთდება.

"კითხვები და სათქმელი მქონდა. არ დამიძახეს. ვუერთდები ჩემი კოლეგების განცხადებას", - წერს ის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ელჩი უერთდება, წერია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. განცხადებას ხელს 250-მდე თანამშრომელი აწერს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი