"საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი ეფექტური გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება" | მიჰკელსონი

გამოქვეყნდა:

საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი ეფექტური გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს გააკეთა განცხადება ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და მოუწოდა ევროკავშირს, მიიღოს ზომები საქართველოს თვითგამოცხადებული მმართველების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. ჩვენ ასევე ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ დემოკრატიულად არჩეულ კონსტიტუციურ ინსტიტუტს. საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი ეფექტური გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც იყოს სამართლიანი და თავისუფალი, - წერს მიჰკელსონი .

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი