საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრენკ-ვალტერ შტაინმაიერს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს ესაუბრა.
"საგანგებო დისკუსია მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ გზას გაყინავს. ესაა რადიკალური ცვლილება წარსული პოლიტიკიდან, რომელიც დაფუძნებული იყო ქვეყნის კონსტიტუციაზე. ეროვნული პროტესტი აჩვენებს ქართველების ძლიერ სურვილს, გააგრძელოს ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა იქნეს ჩახშობილი. ფინეთი ქართველებთან დგას", – წერს ალექსანდერ სტუბი.