ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
"ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც მათ ["ქართულმა ოცნებამ"] ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე გადადგეს. გზაზე, რომელზეც მიდიოდნენ და რომელსაც ქართველი ხალხი უჭერდა მხარს. ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ.
[...]
თქვენ უკვე ნახეთ, როგორ დავაწესეთ სანქციები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის. თქვენ ნახეთ, როგორ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები. თქვენ ნახეთ, როგორ ვახორციელებდით სხვა ქმედებებს, რათა შეჩერდეს $95 მილიონი, რომელიც ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას.", - განაცხადა მილერმა.
მასალა ახლდება