ქართველს ხალხს არ უნდა რუსეთში წასვლა. მათ უნდათ, რომ შეინარჩუნონ ევროპული გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის ეთერში განაცხადა.
ამერიკელი ტელეარხის ეთერში, პრეზიდენტმა ისაუბრა გდდ-ს დაჯგუფებაზე, რომელიც დემონსტრანტებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება
"სპეციალური დანაყოფები, რომლებიც არ არიან პოლიციელები, არამედ არიან სპეციალური შავოსანი დანაყოფები, რომელთა იდენტიფიცირებაც არ არის შესაძლებელი. ატარებენ ნიღბებს, არ აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნომრები, ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო წესს. სწორედ ისინი ძალადობენ დემონსტრანტებზე. ეს ეწინააღმდეგება გამოხატვის უფლებას, დემონსტრაციის უფლებას. ეს ძირითადი უფლებები ირღვევა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ ადამიანებს, როგორ ეპყრობიან მათ. მათ 80%-ს აქვთ დაზიანებები სახესა და თავზე, რაც ცხადყოფს სისტემურად ძალადობრივ მოპყრობას. პოლიცია ცდილობს რომ შეზღუდოს ქართველი ხალხის პროტესტი, რომელიც ბევრ ქალაქში მიმდინარეობს. ქართველს ხალხს არ უნდა რუსეთში წასვლა. მათ უნდათ, რომ შეინარჩუნონ ევროპული გზა. უნდათ დაიცვან საკუთარი უფლება, რომ საქართველო იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.