დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა დასრულდა, აქტივისტის სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს

გამოქვეყნდა:

აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა დასრულდა.

პოლიციამ სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო.

პოლიციის ცნობით, ხარხელის სახლში მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდნენ.

თავად აქტივისტი მედიასთან ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, ხალხი დააშინოს და პროტესტი ჩაახშოს.

"ყველაფერი, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის ერთადერთ რამესთან დაკავშირებული - პროცესებთან, რაც მიმდინარეობს ქუჩაში", - თქვა ხარხელმა.

დღეს, 3 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ სვამს რამდენიმე პოლიციელი შვილის საბავშვო ბაღთან დოდი ხარხელს მანქანაში. მოგვიანებით ისინი ხარხელის სახლში მივიდნენ, სადაც, მათი თქმით, "საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი