"მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო" | ბათუმის მე-18 სკოლა

გამოქვეყნდა:

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლის დამლაგებელი მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო.

მათი ცნობით, მოსწავლეებმა მშვიდობიან გარემოში დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ გადაადგილებაში ხელი შეუშალა, ერთ-ერთს კი დაარტყა.

"დღეს, 3 დეკემბერს, მე-18 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო მშვიდობიან გარემოში. პირველი გაკვეთილის დაწყებამდე, 8:45 წუთზე მოსწავლეთა თვითმმართველობამ, სკოლის ფოიეში, საქართველოს ჰიმნისა და დროშების ფონზე მოაწყო მცირე პერფორმანსი, დააფიქსირა თავისი პოზიცია. პერფორმანსის შემდეგ სასკოლო ოთახებში დაბრუნებისას, მე-4  სართულზე დამლაგებელმა ე. ს. -მ წინააღმდეგობა გაუწია მოსწავლეებს გადაადგილებაში, რა დროსაც ფიზიკურად შეეხო მოსწავლეს. ჩვენ ვგმობთ მოსწავლეზე ძალადობის ნებისმიერ ფორმას!  დამლაგებელ ე. ს.-ს მიმართ მიღებულ  იქნება კანონის შესაბამისი ზომა", - ნათქვამია განცხადებაში.

ძალადობის შესახებ ვიდეო ადგილობრივმა TV25-მა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ქალი მოსწავლეებს გზაზე ეღობება, ხელით ეხება და ნივთებს ართმევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი