„გახსენით საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო განხილვებისთვის, ეს ხალხის ტელევიზიაა" | „საქართველოს პირველი არხის“ შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

"საქართველოს პირველი არხის" შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც შშმ პირებისთვის საეთერო დროის დათმობას ითხოვენ.

მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვს ბანერები წარწერით: „გახსენით საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო განხილვებისთვის, ეს არის ხალხის ტელევიზია!“.

ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანიასთან შეკრებილ მოქალაქეებთან სასაუბროდ „პირველი არხის“ დირექტორის მოადგილე, რუსუდან მანჯგალაძე გამოვიდა, რომელმაც მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით საუბარი შესთავაზა. პროტესტის მონაწილეები ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან სასაუბროდ უკვე შევიდნენ.

ფოტო IPN: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი