"დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება... დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და მთლიანად დახიეს.
რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი, ეს მე ვარ და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა სრული უზურპაცია ძალაუფლების უზურპაცია, სიტყვა ხელისუფლებას არ ვხმარობ, და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის ივანიშვილი და ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი.
მისი [ბიძინა ივანიშვილის] პასუხისმგებლობა არის, რომ დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას".
- თქვა ბრიფინგზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში არმიღებასთან დაკავშირებით.