"[ივანიშვილის] პასუხისმგებლობაა დააბრუნოს რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში... ჩემი პასუხისმგებლობაა წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

 

ივანიშვილის პასუხისმგებლობაა დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში... ჩემი პასუხისმგებლობაა ავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი. მისი [ბიძინა ივანიშვილის] პასუხისმგებლობა არის, რომ დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი