აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში კი მიცემულია 5 პირი – ამის შესახებ არალეგიტიმურმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში, ბრიფინგზე განაცხადა.
დარახველიძემ დემონსტრანტებს მოუწოდა, მშვიდობიანად და კანონის ჩარჩოებში გამოხატონ პროტესტი.